ტატუ და ჯანმრთელობა


     ვინაიდან ტატუირების პროცესი კანზე ზემოქმედებას და მის ზედაპირზე ფერების დატანებას უკავშირდება, ჯანმრთელობა ერთგვარი რისკის ქვეშ დგება, რადგან წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და ალერგიული რეაქციის საშიშროება. ტატუირებისას გამოყენებული ზოგიერთი კონკრეტული ფერის მიმართ სამედიცინო ჩანაწერებში მოიპოვება მასალები ორგანიზმის ალერგიული ფონის შეძენის ან გაზრდის შესახებ.
    თანამედროვე სალონებში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, იყენებენ ერთჯერად ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ. წინააღმდეგ შემთხევაში, რისკი რეალური და სახიფათოა – ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ იფექცია.
   მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით ტატუირება აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ამიტომ ტატუს გაკეთებას ცოდვად მიიჩნევენ. სხეულის მოსვირიგებას კრძალავს იუდაიზმიც. რაც შეეხება ქრისტიანობას, არაერთი მოძღვარი თავის მრევლს ურჩევს, რომ უმჯობესია, ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი დატოვონ.

Комментариев нет:

Отправить комментарий