ანჯელინა ჯოლი განმარტავს თავისი ტატუების მნიშვნელობას


image

ჰოლივუდის ულამაზესი ქალბატონი, ანჯელინა ჯოლი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური ტატუებით.მას სხეულზე მრავალი სიმბოლო და გამონათქვამი ჰქონდა, ამიტომ ხშირად ჩნდებოდა კითხვები, ამა თუ იმ ტატუს მნიშვნლობასთან დაკავშირებით.
ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა საზოგადოების ინტერესი დაეკმაყოფილებინა და განმარტა თავისი ტატუების მნიშვნელობა.

image

ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც პირველი ტატუ გაიკეთა.ეს იყო იაპონურად, სიტყვა "სიკვდილი".

"ის მე მახსენებდა ჩემს სიცოცხლით სავსე ცხოვრებას"_ამბობს ჯოლი.

ეს ტატუ მან წაიშალა, მაშინ როცა აიყვანა პირველი შვილი.






imageმისი ერთ-ერთი ტატუა დრაკონი ლურჯი ენით, რომელიც მისივე თქმით, გაიკეთა, ამსტერდამში არაფხიზელ მდგომარეობაში.მალე მიხვდა, რომ აღარ მოსწონდა და დრაკონი დაფარა ახალმა ტატუმ, რომელიც იყო შავი ჯვარი.
image


ჯვართან ახლოს, კი ჰქონდა ლათინური წარწერა:"ის რაც მე მკვებავს, მანადგურებს".ლათინური სიტყვები პირველი ქორწინებისას დაიწერა და ამბობს, რომ ეს ტატუ ახსენებდა ყოველივე საუკეთესოს მის ცხოვრებაში.

image
ტატუებით მრავალფეროვანია ასევე ჯოლის წელი, სადაც მას აქვს გამოსახული, როგორც დრაკონი, ასევე ფანჯარა, რომლის მნიშვნელობასაც შემდეგნაირად განმარტავს :"სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვეძებ საკუთარ თავს ფანჯრის მიღმა, მსურს ჩემს თავს კიდევ დიდხანს ვხედავდე ასე." მიუხედავად ამ განცხადებისა მისი ფანჯარა, ისევე როგორც მისი მრავალი ტატუ, მალევე გაქრა და ის ვეფხვის გამოსახულებამ შეცვალა.
image

ამ ტატუთი მან იზეიმა კამბოჯის მოქალაქეობა.ვეფხვი საკმაოდ დიდი ზომის იყო.სიგრძეში 30, ხოლო სიგანეში 20 სანტიმეტრი.ადამიანი, რომელმაც, ანჯელინა ჯოლის წელზე ვეფხვი დახატა, ტატუს კეთების დროს გალობდა ბუდისტურ ჰიმნს, მისი რწმენით ტატუ ასე დალოცვილი იქნებოდა.

image

ჯოლის, მარცხენა მხარზე ჰქონდა ასევე ტატუ, რომელიც იყო ლოცვა, კამბოჯურ ენაზე.ეს მან გაიკეთა, მაშინ როდესაც დაიბადა მისი ვაჟი. სურდა, ამ ლოცვით დაელოცა თავისი შვილი და სწამდა, რომ ეს ბუდისტური ლოცვა ბავშვს აარიდებდა ცუდ იღბალს და დაიცავდა მას.
image
მისი ერთ-ერთი ტატუ, რომელიც აქვს ინგლისურ ენაზე გამოსახული, ნიშნავს: "იცოდეთ თქვენი უფლებები", ჯოლი ამბობს, რომ ეს ფრაზა მან აიღო, მისი საყვარელი ჯგუფის, ერთ-ერთი სიმღერის სათაურიდან. "ეს არის ჰუმანური სლოგანი და ის მაძლიერებს მე "_ამბობს ის.

image



მისი ტატუ, მარჯვენა მკლავზე, რომელიც გამოსახულია არაბული ასოებით, ნიშნავს მომავლის ძალას.







ასევე მის მკლავზე, რომაულად გამოსახული ციფრი 13_ით კი, ანჯელინა ჯოლიმ გამოხატა, რომ მას არ სჯერა ცრუ რწმენების.
image

Комментариев нет:

Отправить комментарий